ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი არქტიკულმა აფეთქებამ მოიცვა

17 იანვარი 2024, 10:29 514 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესი ნაწილი არქტიკულმა აფეთქებამ მოიცვა. ჩრდილოეთის შტატებში, ტეხასსა და აიოვაში, ძლიერმა ყინვამ და დიდთოვლობამ, 10 ათასობით მომხმარებელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდა.

ძლიერი ყინვები და ყინულოვანი წვიმა  ავტომაგისტრალებზე არაერთი ავარიის მიზეზიც გახდა. ალაბამას მოლიპულ ავტომაგისტრალზე  ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა, გზის მოპირდაპირე მხარეს გადაცურდა  და ბარიერს დაეჯახა.

ადგილობრივი მედია შტატის ჩრდილოეთ და ცენტრალურ  ნაწილებში მოლიპული გზების გამო სატრანსპორტო ქაოსის შესახებ იუწყება. ქალაქ კულმანთან რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახა, რამაც გამოიწვია ორივე მიმართულებით რამდენიმე საათის განმავლობაში გზის ჩაკეტვა.

მსგავსი შემთხვევებია  მასაჩუსეტსის შტატშიც. ორშაბათიდან შეერთებული შტატების დიდი ნაწილი არქტიკულმა შტორმმა მოიცვა, რამაც ჩრდილოეთ შტატებსა და ტეხასში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში