პაკისტანი ირანს მისი საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

17 იანვარი 2024, 10:04 392 ნახვა

პაკისტანმა მეზობელი ირანი  მისი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა. განცხადებას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწყების ვებსაიტზე და იქსის პლატფორმაზე აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ინციდენტის შედეგად ორი ბავშვი დაიღუპა და სამი გოგონა დაშავდა. 

განცხადებაში არ არის დასახელებული ინციდენტის ადგილი და არც საჰაერო სივრცის დარღვევის დეტალები, თუმცა აღნიშნულია, რომ ისლამაბადში ირანის მისიის ხელმძღვანელი დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და თეირანის საპროტესტო ნოტა გადასცეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს არ გამოხმაურებია.

ერთი დღით ადრე ირანის სახელმწიფო მედიაში განაცხადეს, რომ რაკეტების სამიზნე  დაჯგუფება „ჯაიშ ალ ადლის“ ორი ბაზა იყო, რომელიც პაკისტანის საზღვართან ირანის უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმებს  ახორციელებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში