გერმანიაში მემარჯვენე-რადიკალიზმის წინააღმდეგ გამოდიან

17 იანვარი 2024, 10:04 486 ნახვა

ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში, რომელიც გერმანიის ქალაქ  კიოლნში გაიმართა. გერმანიაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ულტრამემარჯვენეთა წინააღმდეგ ძალას იკრებს საპროტესტო გამოსვლები, რომელიც   საგამოძიებო პორტალ კორექტივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. 

ამ ინფორმაციის თანახმად ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები ესწრებოდნენ შეხვედრას, რომელზეც   ქვეყნიდან უცხოური ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეების გაძევება განიხილებოდა.

კიოლნში გამართულ საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან გერმანიაში მემარჯვენე იდეოლოგიის მზარდი ტენდენციის გამო. 

გამოკითხვების თანახმად მიმდინარე წლის რეგიონალური და ევროპული არჩევნების წინ ქვეყანაში იზრდება ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდამჭერთა რიცხვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში