სერბეთში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

17 იანვარი 2024, 10:04 395 ნახვა

ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერმა მშვიდობიანი აქცია გამართა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში.  აქციის მონაწილეები გასული თვის საპარლამენტო არჩევნების შედეგების  გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს, როგორც არასამართლიანი.

შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას მემარჯვენე ცენტრისტული ალიანსის „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ ლიდერმა მარინიკა ტეპიჩმა, რომელმაც არჩევნებში მეორე ადგილი მოიპოვა, თქვა, რომ ოპოზიციას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი  არჩევნების შედეგების გაპროტესტება.

გასულ თვეში პროტესტის ნიშნად ტეპიჩმა ორკვირიანი შიმშილობაც კი გამოაცხადა. მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში