გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს

17 იანვარი 2024, 14:05 424 ნახვა

2024 წელს გერმანია უკრაინას 7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შოლცისა და ბაიდენის საუბრის თემა უკრაინის მხარდაჭერა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება იყო.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების გაგრძელება და ხაზი გაუსვეს უკრაინის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში