ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 163 ადამიანი ემსხვერპლა

17 იანვარი 2024, 14:29 447 ნახვა

ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო ოპერაციას გასული დღის განმავლობაში 163 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ, ინფორმაციას ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად, ბოლო ერთ დღეში, 350 ადამიანი დაშავდა. ამ დრომდე მრავალი ადამიანი ნანგრევების ქვეშ რჩება. მაშველები მათ ამოყვანას,  ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 24 448 ადამიანი დაიღუპა, 61 504 კი დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში