ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

17 იანვარი 2024, 14:00 400 ნახვა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შავი ზღვის საპორტო ქალაქ ოდესაში რუსეთის მიერ გაშვებული 20 შაჰედის დრონიდან 19 -ის მოგერიება შეძლო. თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და დაშავდა სამი ადამიანი. 

უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით,   რუსეთის საოკუპაციო ძალების თავდასხმა ოდესასა და სამხრეთ რეგიონებში სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, დრონის ნამსხვრევები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა,  ერთ-ერთ უბანში გაზის მილი და ათობით მანქანა დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში