ზღვაში შთაფლვა

18 იანვარი 2024, 11:44 520 ნახვა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ზღვაში შთაფლვა დღეს ღამის 12 საათზე დაიწყება. ბათუმში შთაფლვის რიტუალის ზღვის სანაპიროს რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარდება. ამ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

ხვალ დილით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში შესრულდება  სადღესასწაულო  ლიტურგია  და  წყლის კურთხევა. ზღვაში შტაფლვის რიტუალი 29  წლის წინ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის ინიციატივით განახლდა.

სახარების თანახმად, ამ დღეს  იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში