სეულში აშშ, იაპონიის და სამხრეთ კორეის ელჩებმა  შეხვერა გამართეს

18 იანვარი 2024, 14:03 460 ნახვა

დღეს სეულში შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის  ელჩებმა  სამმხრივი შეხვედრა გამართეს და ჩრდილოეთ კორეის მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობა გააკრიტიკეს.

სამეულის შეხვედრა მოსკოვში  ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან  კავშირები გააღრმავა.

ვაშინგტონი და მისი   მოკავშირეები გმობენ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას. სეულის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა ჩრდილოეთ კორეის ბოლო აქტივობები, ორმხრივი კავშირები რუსეთთან და სამხედრო თანამშრომლობა განიხილეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში