პაკისტანის პრემიერმა ირანთან დაძაბულობის გამო დავოსში ვიზიტი შეწყვიტა

18 იანვარი 2024, 10:09 434 ნახვა

პაკისტანმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. სამიზნე ტერორისტების თავშესაფარი იყო. ირანული მედია თავდასხმის შედეგად სამი ქალისა და ოთხი ბავშვის დაღუპვის შესახებ  იუწყება. დაღუპულებს შორის უცხო ქვეყნის  მოქალაქეები  არიან. 

16 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა პაკისტანის საჰაერო სივრცე დაარღვია, რომლის შედეგადაც 2 არასრულწლოვანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ქმედებებს "პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული დარღვევა" უწოდა, თეირანიდან საკუთარი ელჩი გამოიწვია და განაცხადა, რომ საპასუხო აქტისთვის უფლებას იტოვებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში