ციტრუსის სეზონი 

18 იანვარი 2024, 14:34 495 ნახვა

აჭარაში ციტრუსის სეზონი დასკვნით ფაზაშია. აჭარის მთვარობის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია - 36 ათას 893 ტონა სტანდარტული მანდარინი.

გადამუშავდა 11 ათას 288 ტონა არასტანდარტული ციტრუსი, საიდანაც სახელმწიფო სუბსიდიამ 2 მილიონ 822 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

წელს ციტრუსის სეზონზე მუშაობდა 20-მდე  საწარმო, ხოლო საექსპორტო მანდარინს ციტრუსის ექვსი მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო ღებულობს. მოქმედებს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში