უკრაინა-ბრიტანეთის უსაფრთხოების შეთანხმება ვერ შეაჩერებს მოსკოვის მიზნებს - ლავროვი

18 იანვარი 2024, 14:13 469 ნახვა

რუსეთი არ ეწინააღმდეგება ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმებას, მაგრამ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინაში მისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მისაღწევად - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. ლავროვმა გასულ კვირას კიევში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის ვიზიტისას გაფორმებული შეთანხმება იგულისხმა. 

ლავროვს სჯერა, რომ დასავლეთი და არა უკრაინა გადაწყვეტს ომის დამთავრების პირობებს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ამჟამად დასავლეთი დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი მომავალ კვირას გაეროს უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოსაგვარებლად „კოლექტიური ძალისხმევის“ შესახებ ინიციატივით მიმართავს.

ლავროვის თქმით,  გამოსავალი პალესტინისა და ისრაელის ხელმძღვანელობას შორის უშუალო მოლაპარაკებებს საჭიროებს და ეს მოლაპარაკებები პალესტინის სახელმწიფოს შექმნას უნდა მოჰყვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში