აითაჯის მკვლელობის საქმე

18 იანვარი 2024, 20:31 517 ნახვა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის პროცესი გრძელდება. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის დები გამოიკითხნენ. მათ მოკლულ გოგონასთან შეხვედრები გაიხსენეს, მათ შორის ნიშნობის დღე და აითაჯის სახლიდან გაქცევის ეპიზოდი. მკვლელობაში ბრალდებულის და, ეგანა სადიკოვამ სასამართლოს უთხრა, რომ მისი ძმა მწყემსი იყო და მკვლელობის დღეს რატომ იყო აითაჯთან ერთად, არ იცის. ბრალდებულის მეორე დის სოილ სადიკოვას ინფორმაციით კი ,მის ძმას აითაჯი ძალიან მოსწონდა და ამიტომ შეირთო ცოლად. ბრალდებულის დების ჩვენების მიცემის დროს მოსამართლემ რამდენჯერმე მოუწოდა მოკლული გოგოს დედას ემოციებისგან თავი შეეკავებინა. აითაჯის დედამ სასამართლოზევე განაცხადა, რომ დები სიმართლეს არ ამბობდნენ. 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე არასრულწლოვნის დედა ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვიარიან დაკავებულები. ისინი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი ბრალდებული.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში