აშშ-ის საელჩო გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ვიზიტს შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

18 იანვარი 2024, 20:50 492 ნახვა

გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს რიჩარდ ნეფიუს საქართველოში ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს ცნობით, რიჩარდ ნეფიუ აფასებს თავის შეხვედრებს მთავრობის მაღალჩინსნებთან, ანტიკორუფციულ ინსტიტუტებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით, მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ ზრდაში. ვიზიტის დროს, კოორდინატორმა ნეფიუმ მოისმინა და განიხილა მიმდინარე ძალისხმევა და გზები კორუფციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლაში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უფრო გასაღრმავებლად“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში