სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა

19 იანვარი 2024, 11:01 533 ნახვა

სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილება გააპროტესტეს.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ კანონმდებლებს მოუწოდა, ცვლილებებს გადახედონ, რაც სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას გულისხმობს. მისივე თქმით, ევროპის პროკურატურამ გამოთქვა შეშფოთება, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება, ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის, არასაკმარისი სასჯელი გამოიწვიოს.

ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების გამო პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები, რომლებსაც კავშირი აქვთ ამჟამინდელ მთავრობასთან, დაუსჯელები დარჩებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში