ეროვნული ლიგა ზღვისპირელთა დერბით გაიხსნება 

19 იანვარი 2024, 09:41 458 ნახვა

ეროვნული ლიგა პირველ მარტს დაიწყება და პირველი ტურის კალენდარიც ცნობილია, – ინფორმაციას ლიგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ახალ სეზონი შავიზღვისპირული დერბით გაიხსნება. 2023 წლის გათამაშების ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ ლიგა 2-ის გამარჯვებულს, ფოთის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

2024 წლის სეზონის პირველი ტურის მატჩები სამ დღეზე გადანაწილდება და 3 მარტს დასრულდება.

პირველ ტურში კი სხვა გუნდები ასე დაწყვილდნენ: 2 მარტი: „ტორპედო“ – „სამტრედია“; „საბურთალო“ – „თელავი“. 3 მარტი: „დილა“ – „გაგრა“; „დინამო თბილისი“ – „სამგურალი“. შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ და „კოლხეთმა“ გუშინ ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში