გერმანიის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ადამიანების უფრო მარტივ და სწრაფ დეპორტაციას, რომელთაც თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვათ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ოლაფ შოლცის კოალიციური მთავრობა ცდილობს, გაუმკლავდეს არალეგალურ მიგრაციას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება არის დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივება.
გარდა ამისა, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც.
კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას აძლევს გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს შესაძლებელი იყო ცხრა თვის შემდეგ.