„ქართული ოცნების“ ვიზიტი ჩინეთში

19 იანვარი 2024, 20:10 499 ნახვა

ქართული ოცნების" დეპუტატების ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დაგეგმილია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან,ასევე კერძო კომპანიებისა და ბიზნესსექტორთან შეხვედრები. დელეგაციას ხელმძღვანელობს ირაკლი კობახიძე, რომელიც უკვე შეხვდა შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს.პარტიის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში