ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

20 იანვარი 2024, 14:44 486 ნახვა

სამხრეთ კორის პროვინცია განგვონში ზამთრის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „კანინის ოვალმა“ უმასპინძლა. აღიმართა მასპინძელი ქვეყნის დროშა, შემდეგ შედგა მონაწილე ქვეყანათა აღლუმი.

საქართველოდან დროშის ტარების პატივი ერგოთ მოციგავე ლუკა მიქაბერიძესა და ტრამპლინიდან მხტომელ ესმირალდა ალიევას. აღლუმს მოჰყვა ოლიმპიური დროშის აღმართვა, შესრულდა ოლიმპიური ჰიმნი.

შეგახსენებთ, რომ განგვონის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 78 ქვეყნის 1900-მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში