ბათუმის აეროპორტში ნაღმს ეძებდნენ

20 იანვარი 2024, 20:04 1028 ნახვა

ცრუ განგაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. გამნაღმველებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. როგორც აეროპორტის მმართველ კომპანია ''ტავ-ჯორჯიაში'' განაცხადეს, აეროპორტში სახიფათო ვითარების, კერძოდ კი ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც უკვე შესაბამისი პროცედურები განხორციელდა. გამოცხადდა ევაკუაცია, თუმცა გამნაღმველებმა ვერაფერი იპოვეს. 

ცრუ განგაშის გამო 2 საათით გადაიდო თურქეთის ავიახაზების ბათუმი-სტამბოლის რეისი, რომელიც 17:40 საათზე უნდა განხორციელებულიყო.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ამჟამად აეროპორტის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში