ტყვიის მაღალი შემცველობა კვლავ პრობლემად რჩება 

21 იანვარი 2024, 12:00 490 ნახვა

ტყვია ბავშვებში და ორსულებში კვლავ აქტუალურია - სისხლში ტყვიის შემცველობას აჭარაში სხვადასხვა ორგანიზაცია იკვლევს და სკრინინგიც რამდენიმე კლინიკაში გრძელდება. კვლევებმა აჩვენა, რომ ქიმიური ელემენტების მაღალი მაჩვენებელი კვლავ სოფლად მცხოვრებ არასრულწლოვნებში ფიქსირდება, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებაში, რისკ ჯგუფებს კვლავ ბავშვები და ორსულები წარმოადგენენ.

ბავშვების კვლევა ოჯახის ექიმის საფუძველზე, ხოლო ორსულებში გეგმიურად მიმდინარეობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სისხლში ტყვიის მაღალ ექსპოზიციის მქონე ბენეფიციართა საცხოვრებლის შესწავლას აგრძელებს.

პროგრამის მიხედვით იმ ბენეფიციართა ოჯახების საცხოვრებელ გარემოს სწავლობენ , რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია 10 მიკროგრამ დეცილიტრზე მაღალია,  კვლევებმა აჩვენა რომ, ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მიკროგრამ დეცილიტრს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში