ევაკუაცია სავაჭრო მოლებიდან 

21 იანვარი 2024, 20:08 3168 ნახვა

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: "ბათუმი მოლი", "გრანდ მოლი", "მეტრო მოლი" და "ბათუმი პლაზა" ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები.

დაახლოებით 6 საათზე შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა. შენობებიდან გამოიყვანეს როგორც დასაქმებულები, ისე რიგითი მოქალაქეები.

დასაქმებულები სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციამ გააფრთხილა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შენობები დაეტოვებინათ, თუმცა კონკრეტულად რას უკავშირდებოდა ევაკუაცია არ განუმარტავთ.

ამ დროისთვის ევაკუაციის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ინფორმაციის დაზუსტებას შსს-ში ვცდილობთ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში