უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 60-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

22 იანვარი 2024, 10:31 402 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში 60-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის 9 რეგიონზე მიიტანეს იერიში. შეიარაღებული ძლების ცნობით, საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.

"ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ავდიივკის, ბახმუტის, მარიინკის, კუპიანსკის ოლქებში, ასევე ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 22 იანვრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას Shahed-136/131 ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

მათივე ცნობით, დრონები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, პრიმორსკო-ახტარსკიდან გაუშვეს.

უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის ოლქებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში