22 მედალი და საქართველოს ნაკრების გუნდური პირველი ადგილი

22 იანვარი 2024, 11:53 464 ნახვა

22 მედალი საქართველოს - ეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე მიღებული შედეგია. ანრი დელანის გრან პრიზე, საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 8 ოქროს, 7 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ერთ თვეში ბერძნულ- რომაული სტილით მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატი ელოდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში