გაეროს უშიშროების საბჭოზე ლავროვმა აშშ და უკრაინა გააკრიტიკა

23 იანვარი 2024, 11:56 411 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აშშ-ის სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად გამოიყენება. ლავროვი ირწმუნება, რომ აშშ-ს მიერ კიევისთვის გამოყოფილი სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% შეერთებულ შტატებში რჩება, რაც ხელს უწყობს ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განვითარებას.ლავროვის თქმით, უკრაინაში ძველ ჯართს იყენებენ. უკრაინის საწარმოებისა და ქარხნების დიდი ნაწილი, მაგალითად, ის, ვინც ლითიუმს აწარმოებს, მიყიდეს ამერიკელებს და მიწები განუსაზღვრელი ვადით იჯარით არის გაცემული ძალიან, დაბალ ფასებში. გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ ლავროვის კომენტარებს შეთქმულების თეორია და უსაფუძვლო ბრალდებები უწოდა. მისვე თქმით უსაფუძვლო ბრალდებები ვერ წაშლის იმ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ გამოიწვია ეს ომი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში