ვფიქრობ, სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ - აზარაშვილი

23 იანვარი 2024, 12:19 446 ნახვა

დარწმუნებული ვარ, სამინისტროს და რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს გვამოძრავებს ერთი მიზანი და ინტერესი, ქვეყანას ჰქონდეს სახელმწიფო, საუნივერსიტეტო კლინიკა, სამეცნიერო საქმიანობის რეგიონული ჰაბი, რომლითაც თითოეული ჩვენგანი იამაყებს, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი რუხის მრავალპროფილურ კლინიკაში უკვე დასაქმდა. მისივე თქმით, სხვა კლინიკებში დასაქმებასა და უპრეცედენტო, ღირსეულ კომპენსაციას სთავაზობენ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დარჩენილ სხვა თანამშრომლებსაც.

"რამდენიმე თვის წინ, თანამშრომელთა ნაწილი სახელმწიფო კლინიკებში უკვე გადავანაწილეთ და წარმატებით მუშაობენ. მაგალითად, რუხის კლინიკაში, სადაც მთლიანად მიმართულებები ააწყვეს და იქ გვიდგანან გვერდში. ვფიქრობ, ამ სახელმწიფოებრივი პროექტის განხორციელებაში რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა თავისი წვლილი უნდა შეიტანონ, აქაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის განხორციელების ნაწილში ისინი ჩვენ გვერდში იყვნენ და ერთად გავაკეთოთ ეს ისტორიული და საშვილიშვილო საქმე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში