სან- დიეგოში წყალდიდობის გამო საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

23 იანვარი 2024, 15:29 548 ნახვა

ზამთრის შტორმმა ძლიერი წვიმა და მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მაშველებმა ერთი მძღოლი წყალდიდობის შედეგად დატბორილი ავტომობილიდან გამოიყვანეს, ადიდებული მდინარეებიდან ან დატბორილი ადგილებიდან კიდევ 45 ადამიანი გამოიყვანეს. ძლიერი წვიმის გამო სან-დიეგოში 5 ათასამდე სახლს ელექტროენერგია გაეთიშა,დაიტბორა გზები, რასაც სატრანსპორტო მოძრაობის პარალიზება მოჰყვა, სტიქიის გამო დაიკეტა სკოლები.ბოლო დღეებში ზამთრის შტორმმა და ყინვამ მოიცვა ამერიკის შეერთებული შტატები. ტელეარხ სი-ბი-ეს-ნიუსის ინფორმაციით, სტიქიამ გასულ კვირას 83 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში