კომპენსაციებს შორის არჩევანის გასაკეთებლად რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალს 2 კვირიანი ვადა აქვს მიცემული - თამარ გაბუნია

23 იანვარი 2024, 15:38 469 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე ახალი, მრავალპროფილური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლინიკის აშენება ისტორიული და სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო სექტორის გაძლიერების საფუძველს შექმნის.

თამარ გაბუნიას განმარტებით, თანამშრომლებისთვის მომზადებული პაკეტი, პერსონალის სოციალური თუ შრომითი გარანტიების შექმნასა და მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.

კომპენსაციებს შორის არჩევანის გასაკეთებლად პერსონალს 2 კვირის ვადა აქვს მიცემული, გამოცხადებულია ტენდერი დემონტაჟსა და სამუშაოებზეც. 

„სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებულია დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებებში. კერძოდ, თუ პირი უარს იტყვის 12-თვიან კომპენსაციაზე, მას სახელმწიფო შესთავაზებს ალტერნატიული, ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობას 4-თვიან კომპენსაციასთან ერთად. თუ სახელმწიფო ვერ მოახერხებს სამედიცინო პერსონალისთვის ტოლფასი დასაქმების შესაძლებლობის მოძიებასა და შეთავაზებას, ამ შემთხვევაში სახელფასო კომპენსაცია განისაზღვრება 3-წლიანი ვადით, სანამ სამედიცინო პერსონალი თავად არ მოახერხებს, დასაქმდეს ალტერნატიულ პოზიციაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში