კაცს, რომელიც 13 წლის არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

23 იანვარი 2024, 16:30 458 ნახვა

მამაკაცს, რომელიც 13 წლის არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებაშია ბრალდებული, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

მამაკაცი ამ დრომდე კომაშია და საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რადგან მას შემდეგ რაც არასრულწლოვანის ბიძამ, გოგოს გაუპატიურების შესახებ შეიტყო, მოძალადე სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. 

იქიდან გამომდინარე, რომ საქმე არასრულწლოვანს ეხება, სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იყო.

გამოძიება მამაკაცს გარდაცვლილი მეუღლის ძმისშვილის გაუპატიურებას ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, ფერმის ტერიტორიაზე, ბრალდებულმა 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში