ისმეთ დინდარი ყოფილი დირექტორების წინააღმდეგ

13 მარტი 2017, 00:00 4071 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის დირექტორი ყოფილ კოლეგებს ოღით თოქმანს და მეჰმედ ჯან ასლანჯას საავადმყოფოს დისკრედიტაციაში და თანამშრომელთა შანტაჟში ადანაშაულებს. ისმეთ დინდარის განცხადებით, ყოფილ დირექტორებს აკრძალული აქვთ კომპანიის საქმიანობაში ჩარევა, თუმცა ისინი არ ემორჩილებიან სასამართლოს განჩინებას ცდილობენ საავადმყოფოში დესტაბილიზაცია შექმნან. დინდარის თქმით, ისინი უგზავნიან პროკლამაციებს თანამშრომლებს რომ არ წავიდნენ ხელფასების 15%-იანი კლების თაობაზე კომპრომისზე მოქმედ მენეჯმენტთან. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებითვე, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოებს საკითხის შესასწავლად. დინდარი ყოფილ დირექტორებს კორუფციულ გარიგებებშიც ადანაშაულებს, მისი თქმით თოქმანი და ასლანჯი სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მიზანმიმართულად, ორმაგ ფასში ახორციელებდნენ, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს. 

ამავე კატეგორიაში