პოლიტანო კვარაცხელიაზე ორი მილიონით მეტს მიიღებს 

24 იანვარი 2024, 14:00 458 ნახვა

მატეო პოლიტანომალ-შაბაბის“ სარფიან შეთავაზებაზე უარი თქვა და „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიური მედია იუწყება, რომ შეთანხმება ყველა დეტალზე მიღწეულია, კონტრაქტის გახანგრძლივება კი ოფიციალურად მომდევნო კვირაში, ან სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ მოხდება.

პოლიტანო ნაპოლიში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება და მას ხელფასსაც მოუმატებენ, რის საფუძველზეც სეზონში 3.2 მილიონ ევროს მიიღებს, ორი მილიონით მეტს, ვიდრე ამჟამად ხვიჩა კვარაცხელიას უხდიან.

მატეო პოლიტანომ კარიერა „რომაში“ დაიწყო, შემდეგ „სასუოლოსა“ და „ინტერშიც“ ითამაშა, ხოლო 2020 წელს „ნაპოლიში“ გადავიდა, სადაც 174 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში