ღოღობერიძე არ დაუკითხავთ

13 მარტი 2017, 00:00 2427 ნახვა

 საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მერაბ ღოღობერიძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. შეგახსენებთ, ორი დღეა აქტიურად კეთდება განცხადებები, რომ ის აქციის ორგანიზებასთან არის კავშირში. ღოღობერიძე აცხადებს, რომ ამის მტკიცებულება არ არსებობს და ის ვერც იმის საჭიროებას ხედავს, რომ შსს დაკითხვაზე დაიბაროს. მერაბ ღოღობერიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, რათა როგორც ამბობს, რეგიონში მიმდინარე პროცესები გააცნოს. აქვე შეგახსნებეთ, აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, მან საპატრულო პოლიციასთან აქცია გამართა, რა დროსაც უწყების ხელმძღვანელის, კახა ბუხრაძის გადადგომა მოითხოვა. 

ამავე კატეგორიაში