ბინები ეკომიგრანტებს 

25 იანვარი 2024, 14:44 721 ნახვა

11-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა დღეს იუსტიციის სახლში ბინა დაირეგისტრირა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს ნაცვლად 40 ათასისა ერთი ოჯახისთვის 50 ათასი ლარი გამოყო.

“ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში უსაფრთხო საცხოვრისის შესაძენად ბენეფიციარი ოჯახის თანადაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესაძენად, 50 000 ლარამდე გაიზარდა. ჯამში კი პროგრამის ბიუჯეტი 34.2%-ით, 5 016 840 ლარამდე გაიზარდა.

სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში