ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მეეზოვე ემსხვერპლა

25 იანვარი 2024, 15:38 2047 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მეეზოვეს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 43 წლის ქალი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადასტურებს ბათუმის სანდასუფთავების სამსახური, სადაც აცხადებენ, რომ დაღუპული მირანდა გვიანიძის ოჯახს სრულ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევენ. ახალგაზრდა ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში