აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

25 იანვარი 2024, 18:07 554 ნახვა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დროს აქციაზე დაკავებულების საქმეზე მსჯელობს - სასამართლო დღეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 პირის საქმეს განიხილავს. გამოძიება მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკავების დროს აქციის მონაწილეებზე სამართალდამცველებმა იძალადეს. ორი დღის წინ კეკელიძის ქუჩაზე დაპირისპირებისას 20 პირი დააკავეს, მათი ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. მოძრაობა „ხმის“ წევრებს გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას კი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მ,უხლის მეორე ნაწილს ედავებიან. დაკავებულების გათავისუფლებულების მოთხოვნით სასამართლოს ეზოში აქციაც გაიმართა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში