იპოთეკარების აქცია ბათუმში

25 იანვარი 2024, 18:10 653 ნახვა

არა გამოსახლებას,არა უსახლკარობას - ამ სლოგანით აქცია დღეს ბათუმის მერიისა და მთავრობის ადმინისტრაციულ შენობებთან იმ მოქალაქეებმა გამართეს, რომლებიც, მათივე თქმით, მევახშეებისგან დაზარალდნენ და იძულებითი გამოსახლება შეეხოთ. აქციაზე მთავრობისგან საცხოვრისით უზრუნველყოფაც მოითხოვეს. მოქალაქეთა ინტერესებს აქციაზე თამაზ ბაკურიძე და მერაბ ბლადაძე იცავდნენ. იყო მცდელობა, აქციის მონაწილეებს რუსთაველის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაეკეტათ, თუმცა პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა. შეკრებილებმა სოლიდარობას გამოუცხადეს კეკელიძის ქუჩაზე დაზარალებულ ოჯახებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში