დევისის თასზე საქართველოს ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება

26 იანვარი 2024, 09:56 428 ნახვა

საქართველოს მამაკაცთა ეროვნული ნაკრები ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში დევისის თასზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება.   სექტემბერში გამართული მატჩის შედეგად, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ გამოცდილი და რეიტინგში მასზე მაღლა მყოფი ტუნისის ნაკრები დაამარცხა, ჩვენმა გუნდმა 2024 წლის თებერვალში მსოფლიო ჯგუფ ერთში გადასასვლელად პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ლიეტუვის ძლიერი ნაკრების დამარცხების შემთვევაში საქართველო მსოფლიო ჯგუფ ერთში გადავა, მარცხის შემთხვევაში კი 2024 წლის სექტემბერში მსოფლიო ჯგუფ ორში გააგრძელებს ასპარეზობას.

საქართველოს ეროვნული გუნდი საბა ფურცელაძის, ზურა ტყემალაძის, ალექსანდრე ბაკშისა და სანდრო მეტრეველის შემადგენლობით ვილნიუსში 29 იანვარს გაემგზავრება. სამ თებერვალს ორ მატჩი გაიმართება ერთეულთა თანრიგში, ხოლო ოთხში – ერთი მატჩი წყვილთა თანრიგში და ორი მატჩი ერთეულთა თანრიგში.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში