ტრამპი ბაიდენს 6%-ით უსწრებს - Reuters/Ipsos

26 იანვარი 2024, 11:01 432 ნახვა

Reuters/Ipsos გამოკითხვის შედეგად  დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 6%-ით უსწრებს. როიტერის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 1250-მა ადამიანმა მიიღო. მათგან 40% ტრამპს უჭერს მხარს, 34% კი ბაიდენს. ცდომილება 3 პროცენტს შეადგენს.

ასევე გამოკითხულთა 56% საუბრობს იმაზეც, რომ ტრამპმა არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღოს, სამი მეოთხედი კი აღნიშნავს, რომ ბაიდენი მთავრობაში მუშაობისთვის უკვე ასაკოვანია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში