თურქეთმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაცია ოფიციალურად დაასრულა

26 იანვარი 2024, 10:58 456 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების  შესახებ ხელი მოაწერა. ერდოღანის ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში შესვლა. 

პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა   შვედეთის პრემიერიც, რომელიც  განაცხადის რატიფიცირებას  მიესალმება. ულფ  კრისტერსონის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულფასოვან წევრობაზე გადამწყვეტი ეტაპია.

ცნობისთვის, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას თურქეთის პარლამენტის 346 წევრიდან  287-მა დაუჭირა მხარი. ამ დროისთვის უნგრეთი ალიანსის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ კიდევ არ მოუხდენია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში