პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

26 იანვარი 2024, 13:09 515 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 25 იანვარს, თბილისში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 2003 წელს დაბადებულ ნ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში