„ბლუმბერგი“ - 2023 წელს რუსეთმა აშშ-დან და ევროპიდან 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩიპები მიიღო

26 იანვარი 2024, 14:33 501 ნახვა

რუსეთმა გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან 1 მილიარდ 7 მილიონი დოლარის ღირებულების ჩიპები მიიღო. ბლუმბერგის ცნობით, მონაცემები რუსეთის საბაჟოს ინფორმაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

გამოცემის განცხადებით, „იმპორტირებული ნახევარგამტარებისა და ინტეგრირებული სქემების ნახევარზე მეტი 2023 წლის პირველ ცხრა თვეში ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ იყო წარმოებული. აქვე აღნიშნულია,რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიმწოდებელმა კომპანიებმა დაარღვიეს სანქციები.

კომპანიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ზედმიწევნით სრულდება სანქციების მოთხოვნები, რის შედეგადაც შეწყვეტილი აქვთ ოპერირება რუსეთში ომის დაწყებიდან. სააგენტოს ინფორმაციით, სანქცირებული ტექნოლოგიების უმეტესობა რუსეთში მესამე ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის, თურქეთისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების გავლით აღწევდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში