სარაგბო კლუბი „ბათუმი“ შინ „ყაზბეგთან“ დამარცხდა

26 იანვარი 2024, 18:31 611 ნახვა

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი შეხვედრა შინ „ყაზბეგთან“ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 19:23 დამარცხდა.

ბათუმელთაგან ლელოები: გიორგი მენაბდემ, ვანო ფუტკარაძემ და ვიტალი ირემაძემ გაიტანეს, ხოლო ორი გარადასახვა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა. სტუმართაგან კი გატანილი ლელოთი თავი, მიხეილ ახობაძემ და რეზი მარგალიტაძემ გამოიჩინეს, ხოლო ორი გარდასახვით და სამი ჯარიმით გუნდს დავით მოძღვრიშვილი დაეხმარა.

ამ დროისთვის „ბათუმი" 40 ქულით დიდი 10-ის სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება, თუმცა უახლოეს კონკურენტებს „ლელო სარასენსს“ (40 ქულა) და ქუთაისის „აიას“ ( 39 ქულა ) ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას „ბათუმი“ 3 თებერვალს სტუმრად, ქუთაისის „არესისს“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში