მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს

27 იანვარი 2024, 13:09 669 ნახვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს, ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული, ვაზის ჯვარი ჰქონდა. წმინდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს, სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეჭირათ.

საქართველოს ეკლესია წმიდა ნინოს ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1(19) ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს, 27(14) იანვარს კი - გარდაცვალებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში