დეკანოზ  გიორგი  მამალაძის დაკითხვა დასრულდა

14 მარტი 2017, 00:00 3036 ნახვა

ბრალდებული დეკანოზის დაკითხვა დასრულდა. პროკურორების შეკითხვებს გიორგი მამალაძე, დაახლოებით, 10 საათის განმავლობაში პასუხობდა. ადვოკატების განცხადებით,  ბრალდებულმა ყველა კითხვას უპასუხა. მათივე თქმით, ისინი დეკანოზის უდანაშაულობას დაამტკიცებენ. როგორც ამბობენ, დეკანოზის დაკითხვა სასამართლო პროცესამდე დასრულებულია. საქმის პროკურორი კი საპირისპიროს ამტკიცებს, ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდებულის პასუხები არასერიოზულია და ვერც ერთ კითხვაზე პასუხები ვერ მიიღეს. პროკურორის განმარტებით  ბრალდებული ცდილობს დანაშაული სხვებს გადააბრალოს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში