პუტინის ომი უკრაინაში

27 იანვარი 2024, 13:56 497 ნახვა

ოკუპანტი რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმას. სრულმასშტაბიანი აგრესიის 703-ე დღეს 98 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა 120-ზე მეტი დასახლება. იერიშს დონეცკისა და ხერსონის ოლქებში მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე. ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული დღე ღამის განმავლობაში ოკუპანტმა ოლქს 85-ჯერ შეუტია.

ბოლო მონაცემებით რუსულ აგრესიას უკრაინაში 521 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავებულია 1200-ზე მეტი. ქვეყნის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას მიიღო ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში