გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თანამშრომლების კავშირი "ჰამასთან"

27 იანვარი 2024, 20:01 511 ნახვა

„ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და აღნიშნული თანამშრომლები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

მომხდარის გამო კი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დროებით დაფინანსება შეუწყვიტა.

შტატების ამ გადაწყვეტილებას მიესალმება ისრაელი. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელი ამის შესახებ რამდენიმე წლის განმავლობაში საუბრობდა და დაფინანსების შეწყვეტა სააგენტოსთვის სწორი ნაბიჯია.

ისრაელი იმედოვნებს, რომ მსგავს ნაბიჯს სხვა ქვეყნებიც გადადგამენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში