ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 9 ქვეყანამ დაფინანსება შეუწყვიტა 

28 იანვარი 2024, 11:25 609 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი დაფინანსების შეჩერების საკითხს გამოეხმაურა და 9 ქვეყნის გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელი უწოდა. ფილიპე ლაზარინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ჰუმანიტარულ სამუშაოებს მთელ რეგიონში, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორში.

ლაზარინი ქვეყნებს მიმართულების შეცვლისკენ მოუწოდებს. ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს, შემდეგ კი სააგენტოს აშშ-მა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და გერმანიამ დაფინანსება დროებით შეუჩერეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში