უკრაინაში გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა

28 იანვარი 2024, 10:09 474 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. ქვეყნის დიდ ნაწილში გვიან ღამით საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის დედაქალაქშიც. აფეთქებები იყო ხარკოვში, პოლტავასა და კრემენჩუკში.

დონეცკის ოლქში 15 იანვარს მომხდარი იერიშის შემდეგ ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა და გვიან ღამით საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 3 ერთი ოჯახის წევრია.

ოკუპანტი კვლავ აგრძელებს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას, გვიან ღამით უკრაინის მიმართულებით „შაჰედის“ ტიპის 8 დრონი გაუშვეს. ბოლო მონაცემებით, რუსული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 520-ზე მეტი ბავშვია.

დაშავებულთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს. უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს, აქვე აღნიშნავს, რომ გასულ თვეს უკრაინას თავდაცვის პაკეტებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში კარგი დინამიკა ჰქონდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში