არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმე

28 იანვარი 2024, 12:00 455 ნახვა

16 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 51 წლის კაცს ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა დაკავებულს გაუპატიურების, გარყვნილი ქმედების და მუქარის ფაქტებზე ედავება. საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.   დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მოზარდი ტყუის.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 51 წლის კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ემუქრება. შემთხვევა ხაშურში მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში