სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

29 იანვარი 2024, 10:25 680 ნახვა

სტამბოლის ერთ-ერთ ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოლიციამ ეჭვმიტანილები რეიდის დროს დააკავა, რომელიც 30-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა.  სულ 47 ადამიანია დაკავებული.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ტაჯიკეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან. მანამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება და მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

სარიერის რაიონში  მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში